Saturday, March 17, 2012

ინგლისურენოვანი პროექტი

                              1. პროექტის სახელწოდება My Favourite Book

 2. პროექტის მთავარი იდეა (1-2 წინადადებით) : მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოს მწერლებს და ლიტერატურას

  3. პროექტის აქტუალობა : პროექტი აქტუალურია რადგან მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა მწერლებს და ლიტერატურას , რაც აუცილებელია მათი ზოგადი განათლებისთვის


4. პროექტის მიზანი : მოსწავლეებს განუვითარდეთ კითხვის , კვლევისა და შედარების უნარები . ისწავლონ ანალიზის გაკეთება , შეადარონ და განასხვავონ სხვადასხვა მწერლები და ნაწარმოები ერთმანეთისგან. ჩამოუყალიბდეთ საკუთარი აზრის გამოთქმის და პრეზენტაციის უნარი, მიეჩვიონ ბიბლიოთეკაში სიარულს , ჯგუფურ მუშაობას და თანამშრომლობას . განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა .


5. მონაწილეთა ასაკი : 13 – 14 წელი


6. ვადები / ხანგრძლოვობა : პროექტი გაგრძელდება სამი კვირა


7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას : სრულყოფილი პრეზენტაციები , რომლებიც განთავსდება ბლოგზე

  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები : ინტერნეტი , ბიბლიოთეკა , დამატებითი ლიტერატურა , გაზეთები .

  9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ): თემის შერჩევის შემდეგ კლასი გაყოფა 4 ჯგუფად პროექტის შეფასების სქემის შემუშვება კლასთან ერთად შეირჩევა ჯგუფის ლიდერები , რომლებიც გადაანაწილებენ სამუშაოს ჯგუფის ყველა წევრზე პირველი , მეორე და მესამე ჯგუფები მოამზადებენ პრეზენტაციას , ხოლო მეოთხე ჯგუფი იქნება ექსპერტთა ჯგუფი , რომლებიც ობიექტურად შეაჯამებენ მოსწავლეთა მომზადებულ პრეზენტაციებს . პირველი და მეორე კვირის ბოლოს მოხდება მოძიებული მასალების განხილვა და მსჯელობა , ახალი მითითებების მიცემა , პროექტისთვის საბოლოო სახის მიცემა ჯგუფის ლიდერი გააკეთებს პრეზენტაციას ექსპერტთა ჯგუფი გამოავლენს საუკეთესო ჯგუფს და მოხდება გამარჯვებული ჯგუფის მიერ არჩეულ წიგნზე ( ავტორზე ) გადაღებული ფილმის ნახვა მოძიებული მასალის მიხედვით შეფასება წინასწარ შემუშავებული განმსაზღვრელი და განამვითაერბელი სქემის მიხედვით .



 კრიტერიუმი
სუსტი
1-2-3
საშუალო
4-5
კარგი
6-7-8
საუკეთესო
9-10


მეტყველება- ინტონაცია


ვერ მეტყველებს

უჭირს მეტყველება , არ აქვს სათნადო გამოთქმა

მეტყველებს გარკვევით , ზოგჯერ ვერ იცავს ინტონაცია და გამოთქმას
მეტყველებს ხმამაღლად და გარკვევით , ინგლისური ენისთვის დამახასიათებელი ინტონაციით
მსჯელობა - დასაბუთება , რთული კონსტრუქციების გამოყენება
მსჯელობა უინეტერესოა
მსჯელობა ნაწიობრივ გასაგებია , ვერ იყენებს რთულ კონსტრუქციებს
გამოთქვამს საკუთარ აზრს , ხშირად ვერ იყენებს რთულ ტერმინებს და კონსტრუქციებს
შეუძლია საკუთარი მოსაზრების დასაბუთება და რთული კონსტრუქციების გამოყენება
ვიზუალური მასლის გამოყენება
ვერ იყენებს ვიზუალურ მასალას
ცუდად იყენებს ვიზუალურ მასალას
შეუძია ვისუალური მასალის გამოყენება თუმცა უჭირს ეკრანის გამოყენება
ეფექტურად იყენებს ვისუალურ მასალას და ეკრანს
აუდიტორიასთან მიმართვა , თვალით კონტაქტი
უჭირს აუდიტორიასთან საუბარი
ნაწილობრივ ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს
მიმართავს აუდიტორიას თუმცა დაძაბულია და ვერ ამყარებს თვალით კონტაქტს
აუდიტორიას მიმართავს თავდაჯერებულად და შეუძლია მსმენელთა დაინტერესება და თვალით კონტაქტი
დროის ლიმიტი
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა
ნაწილობროვ იცავს დროის ლიმიტს
საკმარისად იცავს დროის ლიმიტს
სრულად ჩაეტია განსაზღვრულ დროში



საგანთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

ისტორიასთან და ლიტერატურასთან კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მისაღწევი შედეგბი :
 XI – 5- 18 მოსწავლე მიმართავს სათანადო სტრატეგიებს , მოიძიებს საჭირო ინფორმაციას / ძიებით , სელექციური კითხვა .
 უცხ .ს.VII.16. წარმოადგენს ზეპირ მეტყველებას ( პრეზენტაცია ) აქტუალური საკითხის გარშემო .
უცხ .ს.VI.17. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას ფუნქციურად იყენებს საბაზისო ენობრივ - გამატიკულ უნარ - ჩვევებს .
უცხ .ს.VII.18. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად .
 უცხ .ს.VII.11. წერისას მოსწავლე ქმნის წერის სტრუქტურას, ფლობს და ფუნქციურად იყენებს საბაზისო ენობრივ - გამატიკულ უნარ - ჩვევებს .
უცხ .ს.VII.3. მოსწავლე კითხულობს , იგებს და აანალიზებს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებულ უცხო ენოვან ტექსტებს ( სტატია , რეპორტაჟი და სხვა . )

 პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება პროექტის


      ხელმძღვანელი ( მასწავლებელი )
                           
                              თამარ თარაშვილი

      ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
                         
                             tamartarashvili@gmail.com
     პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი
                         
                             tamartarashvili.blogspot.com